მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, ბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ვნერვიულობ“ - გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

სასამართლო სხდომაზე გვარამიამ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ევროპარლამენტის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს და იგი უნდა გაათავისუფლოს. 

„მინდა მიხეილ სააკაშვილი მოვიკითხო და ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, ბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ბევრს ვნერვიულობ, მინდა გავამხნევო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ევროკავშირი, სანამდეც სააკაშვილმა ყველაზე ახლოს მიგვიყვანა და მერე მისი ინერცია იყო ვიზა ლიბერალიზაციაც და თავისუფალი ვაჭრობაც, ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული ადგილი. მოკლედ მინდა ვთქვა, მეგობრებო, ჩვენ თუ გვინდა, დავამარცხოთ სიბნელე, მაშინ ჩვენ თვითონ არ უნდა ვიყოთ შერჩევითები იმ სიკეთეებში, რასაც ვიცავთ. არ შეიძლება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში ციტირებდე მუდმივად იმას, რაც გაწყობს და გვერდს უვლიდე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერს“, - განაცხადა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, 16 მაისს პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ. გვარამიას 220-ე მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „შეიძლება, შეიმსუბუქონ საკუთარი სიტუაცია, მეორე ინსტანციამ შეცვალოს გადაწყვეტილება“ - გიორგი გაბუნია ნიკა გვარამიას საქმეზე

🔴 „უცნობმა“, ყველასთვის კარგად ნაცნობმა სამარცხვინო ფიგურამ, დანაშაული ჩაიდინა“ - ნიკა გვარამია 

🔴 „არსებობს უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების რისკი“ - გვარამია გოგაშვილის საქმეზე