მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსგავს სისულელეებზე სამართლებრივი დავის დაწყება არასწორია“ - საპატრიარქოს იურისტი ჩანაწერებზე

საპატრიარქოს იურისტი

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში სასულიერო პირების შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებზე სამართლებრივი დავის დაწყება არ მოხდება.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

„მიზანმიმართულად და შეგნებულად ხდება ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაცია, ამიტომ ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ვურჩევ, რომ მაგარი უგუნურია.

მსგავს სისულელეებზე სამართლებრივი დავის დაწყება ყოველთვის არასწორია“, - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებთან.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.