მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მუშები უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედელთან“ - ადვოკატი

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა Pia.ge 8.10.2021

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი მზია დიასამიძე აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოებში ჩართული მუშები საყრდენ კედელთან შეხების ფაქტს უარყოფენ.

მისი თქმით, დაკავებულებისთვის ბრალის დასამტკიცებლად აუცილებელი იქნება ექსპერტიზისა და შესაბამისი უწყებების დასკვნა.

„თუ არ იარსებებს ექსპერტიზისა, ასევე, შესაბამისი ორგანოების დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ამ კორპუსის ნგრევა, მანამდე ამ პიროვნებების დაკავება უკანონოდ მიმაჩნია.

რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას, აბსოლუტურად უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედლებთან, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეეძლოთ ნგრევის გამოწვევა და კორპუსის მთლიანად ჩამოშლა და მხოლოდ და მხოლოდ იმ სამუშაოებს ასრულებდნენ, რასაც მიუთითებდა დამკვეთი“, - აღნიშნა მზია დიასამიძემ.

ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში მკურნალობს.

პროკურატურის ცნობით, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

დანაშაული 6 თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

⭕პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი