მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით პატიმრობა შეეფარდა

პლატფორმა ფიდსის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე

ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო. 

მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. 

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ განიზრახეს ნ.კ.-ს მოკვლა, რისთვისაც  მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და

იქირავეს ავტომობილი. 2021 წლის 15 სექტემბერს, მსჯავრდებულები ვ.ანჯაფარიძის ქუჩის  მიმდებარე ტერიტორიაზე პირად საქმეზე  მისულ ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე  ა.ჭ.-მ  ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნ.კ.-ს. სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. და  გ.კ., ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.ჭ. და გ.კ. 2021 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით,  ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე,  ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

🔴 ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

🔴 „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები“ - ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს (ვიდეო)