მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფული, რომელიც შვილიშვილმა ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა

შვილიშვილმა ბებიის მკვლელობა დაუკვეთა

თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც 150 000 დოლარად ბებიის მკვლელობა შეუკვეთა. „TV პირველის“ ინფორმაციით, 26 წლის კაცმა თანხის ნაწილი ბებიასვე გამოართვა.

🎥 25 წლის შვილიშვილმა 150 000 დოლარად ბებიის მკვლელობა დაუკვეთა - ბრალდებული თბილისში დააკავეს

72 წლის ქალის საკუთრებაში იყო უნივერსიტეტი და სწორედ მისი ხელში ჩაგდება სურდა შვილიშვილს.

„პირველების“ ინფორმაციით, ამავე უნივერსიტეტში წილს ფლობს თავად დაკავებულიც, თუმცა ბანკში არსებული დავალიანების გამო, წილს, სავარაუდოდ, ყადაღა ადევს.

როგორც ცნობილია, დაკავებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ ის ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და მისივე თაღლითური სქემის გამო 20-მდე ადამიანია დაზარალებულია.

ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურამ დაკავებულს ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ სასტუმროში, რამდენიმე საათში ქალი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს - ბათუმში ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს

👉 „ჩვენი მიზანი ნათელია, რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით“ - ოლაფ შოლცი

👉 ჩვენ უკრაინის მხარეზე ვდგავართ ყოველგვარი „თუ-ს“ და „მაგრამების“ გარეშე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

👉 „სააკაშვილი თავისი ნებით აქ არ ჩამოსულა, დაუგეგმეს, ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა“ - ირაკლი ზარქუა

👉 ვინც კონკურენციას უწევს პარტიაში და ციხიდან მის ბრძანებებს არ ითვალისწინებს, ყველას ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც - ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილზე