სამართალი

პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდება

ავტოიმპორტიორები
1584441884
დაკოპირებულია

ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ.

აღნიშნულს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს. ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე განხორციელდება", - აღნიშნულია შემოსავლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შეღავათი შეეხება, დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.