
პოლიციამ, ქორწინების მიზნით, ახალგაზრდა ქალისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 3 პირი, 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და 1995 წელს დაბადებული გ.ი. დააკავა.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მიმართულებით წაიყვანა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.