სამართალი

პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა

ნიკოლაძის ქუჩაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია
1631969858
დაკოპირებულია

პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის საქმეში ორი პირი მონაწილეობდა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფლის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი სასჯელის სახით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს, ხოლო 236-ე მუხლის თანახმად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მაქსიმალური 7 წელია.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

„არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“

„პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია

„რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ  გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642751476
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას, დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებენ.
1642755091
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას კორონავირუსის ახალი ვარიანტის კოვიდ 19-ის შესახებ ფაქტებსა და მითებს უზიარებს. 
1642751122
„შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება, ახალი შტამი გამოჩნდეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642745007
ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში, ეკლესიაში მომხდარ ჭყლეტას 29 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 
1642760360
იურისტი თამთა მეგრელიშვილი Pia.ge

თამთა მეგრელიშვილი: „ნაცები“ და გახარია, გახარია და „ნაცები“, ეს ერთი...

„სისტემური კოალიცია“ - ეს ხომ საერთოდ ძალიან სასაცილო რამე მოუფიქრებიათ... გასულ წელს ქვეყანაში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გახარიას პარტიამ, სადაც კი იოტისოდენა შანსი ჰქონდა, ყველგან ნაცებთან გააფორმა კოალიცია“, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ნათია მეზვრიშვილის განცხადებას „ქრონიკასთან“, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს.
1642748352
5 052 თბილისი, 861 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა. 
1642747831
8 767 ინფიცირება, 49 გარდაცვალება, 5 173 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარებ...
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 173 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
1642743208
COVID 19-მა შესაძლოა, დააჩქაროს ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემდგო...
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში,  კოვიდპანდემიის და ვირუსის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე წერს.