მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთში, საქართველოს 4 მოქალაქე, ქვეყანაში 38 მიგრანტის არალეგალურად შეყვანის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის განყოფილების ოფიცრებმა 4 ქართველი დააკავეს. ინფორმაცია პოლონური მედია ავრცელებს

ადგილობრივი პოლიცია მათ მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე მიგრანტების არალეგალურად შეყვანას ედავება.

სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა  კონტროლისთვის გააჩერეს ორი ფოლკსვაგენი, მერსედესი და ჯიპი პოლონური და გერმანული სარეგისტრაციო ნომრებით. აღმოჩნდა, რომ მანქანებს 28-იდან 46 წლამდე ქართველები მართავდნენ.

მედიის ცნობით, საზღვარზე დაკავებულ მანქანებში სულ მცირე 38 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 37 მგზავრი თურქეთის მოქალაქეა. დაკავებულ ჯგუფს შორის იყო ავღანეთის ერთი მოქალაქეც.

სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ უცხოელებს არ ჰქონდათ პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის და დარჩენის დამადასტურებელი საბუთები.

სასამართლომ, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზატორებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული 8 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.