სამართალი

რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 31 პირს ბრალდება წარუდგინა
1626356987
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ, რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ნ.დ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვაგვარი ძალადობის, ხოლო გ.ჩ.-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 14 ივლისს, რუსთავში, ნ.დ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო, გ.ა.-ს და გ.ბ.-ს მოკვლის განზრახვით, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.ა. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო, დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ. -ს გადარჩენა მოხერხდა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.დ.-ს მიერ განხორციელებული ქმედების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა გ.ჩ., რომლისთვისაც ცნობილი იყო მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა, სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ნ.დ. და გ.ჩ. იმავე დღეს დააკავეს. ნ.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ჩ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფ...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 
1638959458
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „მოდერნას“ ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს.
1638964103
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10.5%-მდე გაზრდას სოციალური ქსელით ეხმაურება. 
1638960842
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1638954183
„ინფლაციის ტარგეტირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. 
1638967872
საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

„ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცი...

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 
1638958552
„ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება, საქართველოს საზღვრები მისთვის ღია...
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 
„ივანიშვილს ფოთის პორტის განვითარებაში ბიზნესინტერესი აქვს, რომელიც ან...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, საქართველოში ფარული ბიზნესგარიგებები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რისი მკაფიო მაგალითიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბიზენს საქმიანობაა.
პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს ჯაგან ჩაპაგაინს შეხვდა.