მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული სააკაშვილისგან მოვისმინეთ ყველაფერი, გარდა იმისა, რატომ იძალადეს 7 ნოემბერს მათ შორის ჟურნალისტებზე, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონება

პროკურორი და ბრალდებული სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა საქმეს არ ეხებოდა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ვერ მოისმინეს ვერც ერთი განმარტება წარდგენილ ბრალდებაზე.

„მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე: უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე, იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერც ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ „ტელეიმედის“ დარბევაზე, მაგალითად, რაც არის მთავარი ბრალდება დღეს განსახილველი საქმის. ვერც ერთი განმარტება ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერ მოვისმინეთ თუნდაც იმ ძალადობაზე ჟურნალისტების მიმართ, რომელიც არის ძირითადი ეპიზოდი ბრალდების. ასევე, ჩვენ ვერც ერთი განმარტება ვერ მოვისმინეთ, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონება“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას მანიაკალური და „პიარული“ უწოდა.

„ჩვენ როცა ასეთ მძიმე საქმეებზე გვიწევს წარმოვადგენდეთ სახელმწიფო ბრალდებას, გვაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკალური და „პიარული“ უწოდა. ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და პიარულად დავარქვით. ამ უსასტიკესი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულების შეწყალებას ასე აფასებს ამ საქმის ბრალდებული სააკაშვილი“, - განაცხადა პროკურორმა.