მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რურუას ადვოკატი: განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

გიორგი გაბუნიას ადვოკატი

„ასეთი განაჩემი მოსალოდნელი იყო. როგორც ნახეთ, თავად რურუაც სიცილით შეხვდა გადაწყვეტილებას. ველოდი, რომ 5 წელს მიუსჯიდნენ და 4 შეუფარდეს. განაჩენი ამ ნაწილში იყო მოულოდნელი მხოლოდ“, - ამის შესახებ გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს განაჩენი მკიცებულებებს მოკლებულია.

„არავითარი მტკიცებულებები არ არსებობდა არცერთ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მის დამნაშავეობას დაადასტურებდა. პირიქით, უამრავი მტკიცებულება არსებობდა, რომელიც პოლიციელების დანაშაულს ეხება“,- აღნიშნა ადვოკატმა.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა გადაწყვეტილებას არ ელიან, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მაინც გასაჩივრდება, შემდეგ გაივლის ყველა ინსტანციას და საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში წავა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.