მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს

ანასტასია შატალოვა

თბილისში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე მოსკოვის საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას Ria Novosty ავრცელებს.

შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გაუგზავნა ნოტა თხოვნით კომპეტენტური ორგანოების ხელში არსებული ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით.

„ინტერესთა განყოფილებამ (რუსეთის ფედერაცია შვეიცარიის საელჩოში საქართველოში - რედ.) გაუგზავნა ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თხოვნით მიეწოდოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, ასევე, როგორც აუცილებელი იურიდიული დახმარების გაწევა, მათ შორის გარდაცვლილი მამის ცხედრის სწრაფი გადაცემის საქმეში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის საქართველოში მყოფი ნათესავების, მათ შორის მისი შვილის ინტერესების დაცვისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით დგამენ და საკონსულო განყოფილების თანამშრომლები უშუალო კონტაქტში არიან თბილისში ჩამოსულ გარდაცვლილის მამასთან.

შეგახსენებთ, გვიან ღამით 18 ოქტომბერს ანასტასია შატალოვა სადარბაზოსთან მოკლეს. ქალს მკვლელმა 10-მდე ტყვია ესროლა.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული.