მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

რუსთავი 2 კორონავირუსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის საქმეზე  ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გოჩა დიდავამ მიიღო. 

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელი თუ იქნება ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას“, - განაცხადა დავით დვალმა. 

როგორც „რუსთავი 2“ -ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ აღნიშნა, სარჩელი ხანდაზმულია. 

„მიგვაჩნია, რომ სარჩელი პირველ რიგში არის ხანდაზმული და რაც არ უნდა დასაბუთებული შეიძლება იყოს მოსარჩელის პოზიცია იმ ფაქტობრივ გარემოებებთან, რაც ასახულია სარჩელში, მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელია“, - განაცხადა „რუსთავი 2“ -ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ. 

ინფორმაციისთვის, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი „რუსთავი 2-ის“ 60%-იან წილს ითხოვენ.