მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნას მთლიანად სუსი აკონტროლებდა“ - ბექა ბასილაია

სააკაშვილის ადვოკატი

„გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა ფაქტობრივად თავდასხმა პენიტენციური სამსახურის მიერ, როდესაც რამდენიმე ადამიანი შეუვარდა პალატაში და ხელიდან წაგლიჯა ძალადობის გამოყენებით საათი, რომელიც ჰქონდა რამდენიმე დღის განმავლობაში და ამასთან დაკავშირებით მანამდე პრეტენზია არ ჰქონიათ“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ყოფნას მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებდა. 

„უკვე დადასტურებულია, რომ სუსმა წაშალა ეს ჩანაწერები. უფრო მეტიც, დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნას თავიდან ბოლომდე განკარგავდა და აკონტროლებდა სუსი“, - აღნიშნა ადვოკატმა. 

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა, ადვოკატებს კი, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გიორგი გიორგაძე მალე მიეცემა პასუხისგებაში მისი მოქმედებების გამო“ - ნიკა გვარამია

👉 „კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, ანემია“ - ნევროლოგი სააკაშვილზე

👉 „მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არის არაადეკვატური“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉 „სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“ - ლომჯარია