მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთში ქართველი ქალი „ობობა“ დააკავეს - ის მოხუცებს ნარკოტიკებით აბრუებდა და ფულს სძალავდა

საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს, რომელსაც ბრალად ქურდობისა და ყაჩაღობის 13 საქმე ედება. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი მეტსახელად „ობობა“ 26 ივნისს დააკავეს. გამოცემის თანახმად, ქალმა ბერძენ მოხუცებს საძილე აბები, კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებები, მისცა და შემდეგ ძარცვავდა.

გასულ თვეში ბერძნული მედია წერსდა, რომ ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია მსგავსი მეთოდით ძარცვის ოთხი შემთხვევა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი მოხუცებთან სახლში იწყებდა მუშაობას და მათი ნდობის მოპოვებას ცდილობდა. შემდეგ კი, პირველივე დღიდან ხანდაზმულებს სასმელსა და საჭმელში ნარკოტიკულ საშუალებებს უყრიდა და სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს, სამკაულები, ჩანთა, რომელშიც სხვადასხვა აბები იყო, დანა, ორი მობილური.

დაკავებული ქალი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.