სამართალი

სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს

სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს
1653033823
დაკოპირებულია

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის ჭ.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 79 დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„აღნიშნულ მოქალაქეს მედიკამენტები, ავტომობილის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 879,53 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.