სამართალი

საგადასახადო სამართალდარღვევის 242 ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის ლოგო
1583821803
დაკოპირებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, საგადასახადო სამართალდარღვევის 242 ფაქტი გამოვლინდა.

კონტროლის შედეგად, 3 091 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები დაფიქსირდა: სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 44 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 10 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 188 შემთხვევა.