მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო

ნიკოლაძის ქუჩაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას საქმეზე ძებნილი პირების დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ ბრალი.

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ აღნიშნა, საკმარისი მასალები იყო ბრალის წარდგენისათვის.

„ამჟამად მაქვს დადგენილება ბრალის შესახებ რის საფუძველზეც წარედგინათ ბრალი, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ საკმარისი მასალები იყო ბრალის წარდგენისათვის, ეს გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, მანქანის დათვალიერების ოქმები, ასევე, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები, მოწმეთა საკმაოდ ვრცელი ბაზა გახლავთ წარმოდგენილი, ასევე ექსპერტიზის დასკვნები დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის საქმეში ორი პირი მონაწილეობდა.

ამავე თემაზე:

✔️ პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა

✔️ „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები“ - ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს (ვიდეო)

✔️ „აზრზე მოვიდეთ, ხომ არ გავგიჟდით ყველა, რაებს ვუყურებთ“ - სააკაშვილი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას ეხმაურება (ვიდეო)