სამართალი

საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

აქტივისტები საქალაქო სასამართლოსთან
1638359237
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, 3 პირი 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის განხორციელების ბრალდებით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ბ.თ. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას - დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბ.თ.-სთან ერთად დაცვის ჯიხურზე მყოფი მეორე ბრალდებული - ე.ს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, სიმაღლიდან გადაგდების მიზნით, ფიზიკურად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად განაგრძო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.

ამავე ბრალდებით დაკავებულმა ლ.ს.-მ და ს.გ.-მ აქციის მსვლელობისას დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე.

კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი მასალების შესწავლისა და ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1 დეკემბერს ე.ს. და ლ.ს. პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით იქნენ დაკავებული, ხოლო ს.გ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასურველია, რომ კოვიდვაქცინით აცრილმა და აუცრელმა ადამიანებმა მშვიდობიანად თანაცხოვრება და ერთმანეთის პატივისცემა შეძლონ. 
1642531011
მიმდინარე წლის 21 იანვარს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 
1642529170
ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი იპოვეს. 
1642534942
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
1642534271
ავარია ჰუალინგთან მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში - დაშავებულია არასრულწლოვნები

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 
შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას „ტვიტერზე“ ეხმაურება. 
„გალერეა თბილისში“ განგაში იყო (ფოტო)
სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ცოტა ხნის წინ განგაში იყო, რის გამოც შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Pia.ge-ს თვითმხილველმა ადგილიდან აცნობა.
5G თვითმფრინავებისთვის საშიშია - ამერიკული ავიაკომპანიები
აშშ-ის ავიაკომპანიების წარმომადგენლები 5G ინტერნეტის საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ სერვისის ამოქმედებამ შეიძლება რეისების სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს. ამის შესახებ BBC იუწყება.