მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ყაზახეთის 26 წლის მოქალაქე დაიღუპა

ყაზახი დაიღუპა საქართველოში

საქართველოში დაუდგენელ გარემოებებში ყაზახეთის 26 წლის მოქალაქე ასელ აიტპაევა დაიღუპა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, ახალგაზრდა ქალი ბოლოს კავშირზე 5 მაისს გავიდა. მან მეგობარს აუდიოშეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინებაში ისმოდა, რომ მას უცნობი კაცი ემუქრებოდა.

აიტპაევას დის ინფორმაციით, ის 2021 წლის აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩავიდა. რამდენიმე დღის წინ მასთან კონტაქტი გაწყდა.

აღნიშნული ინფორმაცია „ეხო კავკაზას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.