სამართალი

„საქმეში საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტი არ არის“ - შსს ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებულ საქმეებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
1622733713
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებულ საქმეებზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას რათა შესწავლილ იქნეს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი. აქვე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება.

2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება. თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურას ბავშვთა სახლში შესაძლო დანაშაულებზე 4 საქმე აქვს აღძრული, მათგან 3 ძალადობას და 1 გაუპატიურებას ეხება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს

👉 „უნდა გაუქმდეს კონკორდატი და საქართველოს ეკლესიას მიეცეს შანსი ახლიდან გაქრისტიანდეს“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას პირადად გავუწევ რეკომენდაციას“ - მეუფე ნიკოლოზი