მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მორიგი განხილვა გაიმართება

მამუკა ხაზარაძე სასამართლოს სხდომაზე

თბილისის საქალაქო სასამართლო „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მორიგი განხილვა გაიმართება. 

საუბარია ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე.

სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.  როგორც ადვოკატმა კახა წერეთელმა აღნიშნა, საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებს. 

ინფორმაციისთვის, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ბრალი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც აქვს წარდგენილი. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს.