სამართალი

შიდა ქართლში 70 წლის ქალმა 33 წლის კაცი მოკლა

პოლიცია
1658649492
დაკოპირებულია

შიდა ქართლში ასაკოვანმა ქალმა 33 წლის კაცი მოკლა. როგორც ცნობილია, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. მომხდარზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში ქალი დააკავეს.

როგორც Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.