სამართალი

შსს მელიას მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ სამართალდამცველებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში

განცხადება
1614053557
დაკოპირებულია

„ნაციონალური ოფისთან“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

შსს მოუწოდებს როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს, პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ და ხელი არ შეუშალონ სამართალდამცველებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ. პოლიცია ნიკა მელიას დაკავებას გეგმავს.

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
ინდონეზიაში კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუს ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638690444
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
1638686545
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
1638700160
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
„განსხვავებული ფორმატის და შინაარსის იქნება“ - ნიკა მელია აქციებს აანო...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მომდევნო კვირიდან როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში სხვადასხვა შინაარსის აქციებს აანონსებს. 
თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს
თბილისში, სან-ზონაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 15 წლის მოზარდი მოკლეს. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. 
„როგორ შეიძლება მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება ინანოს“ - ბადრი კ...
„არა, როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში“, - ასე პასუხობს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ნანობს თუ არა თავის გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.