მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუს-ის თანამშრომლებმა ოპოზიციის აქტივისტების ჩხრეკა ჩაატარეს

ოპოზიციის მხარდამჭერი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში ქაოსისა და გზების ბლოკირების ორგანიზების საქმეში ფიგურანტი პირები გაჩხრიკეს.

როგორც თავად აქტივისტები აცხადებენ, სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, როცა მათთან სუს-ის წარმომადგენლები მიუახლოვდნენ და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს.

ერთ-ერთი აქტივისტის ბესო წერედიანის თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მას ტელეფონი ჩამოართვეს.

„პატრულმა მითხრა, მანქანა გადააყენეო, გადავაყენე და მომადგა სამი თუ ოთხი მანქანა. სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. მე ვკითხე, მაკავებთ მეთქი? არა არ გაკავებთ, ჩხრეკა უნდა ჩაგიტაროთო და წარმომიდგინეს მოსამართლის დადგენილება. უპრობლემოდ მოვუწერე ხელი. მეთქი, მანქანა აქაა, მეც აქ ვარ და გამჩხრიკეთ. ჩხრეკა ჩაატარეს, გამომართვეს ტელეფონი და აიპადი, მანქანას საერთოდ არ გაეკარნენ. შემდეგ დავინახე, რომ მეორე აქტივისტს ახალგაზრდა ბიჭს ჩხრეკდნენ.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თუ მე დამნაშავე ვარ, რომლისგანაც უნდა ამოეღოთ ტელეფონი, დავეკავებინე და ის ჩამოერთვათ. ისინი ჩემს ტელეფონს წლებია ასხედან და იციან, რომ იქ ვერაფერს იპოვიან, უბრალოდ პრობლემების შექმნის მიზნით წამართვეს“, - აღნიშნა ბესო წერედიანმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში ქაოსი და გზების ბლოკირება იგეგმებოდა.

საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც გამოკითხვაზე მოწმის სახით იყვნენ დაბარებული, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი სასამართლოში გამოიკითხნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ მათ გეგმებში შედიოდა მკვლელობებიც - ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის გამოძიებაზე

„სუსის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს“ - კობახიძე

⭕ ირაკლი ღარიბაშვილი: სუს-ს უკვე დაწყებული ჰქონდა გამოძიება შეთქმულებისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთი გამოვლენილი ფაქტის გასაჯაროება მოხდა