მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. 

„დედაჩემთან ერთად მოვედი. დედაჩემი აძლევს ჩვენებას. მინდა, რომ მის გვერდით ვიყო. როგორც კი დამთავრდება პროცესები, აუცილებლად ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვთვლი“, - აღნიშნა ბასილაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბარში. 

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ამავე თემაზე: 

🔴 „თმაში მწვდა და ჩოგანს მირტყამდა, ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა“ - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

🔴 „ნიკოლოზი ჩემი დასჯის მიზნით საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია „კარტა” და ვერ ვიხდიდი“ - ნეკა დოროყაშვილი

🔴 ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა, მეძახდა ვირთხას, რწყილს - ნეკა დოროყაშვილი