მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა კლინიკის ხელმძღვანელი დაჭრა  

პოლიცია

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაწესებულების ხელმძღვანელი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა საკუთარ კაბინეტში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. 

გიორგი გალდავა მხარშია დაჭრილი და მას ამჟამად ოპერაცია უტარდება. 

მანამდე მედიკოსებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მედიკოსი გაქცეულია. კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 „ვერ მართავენ საზოგადოებას და ამიტომ იგონებენ ხელოვნურ საფრთხეებს - პაატა ზაქარეიშვილი „ქართულ ოცნებაზე“

📌 არესტოვიჩმა განმარტა, რატომ სძულს კრემლს „აზოვის“ ბატალიონი

📌 7 მარტივი ხერხი, რომელიც „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ

📌 „კიბერშეტევა დღეს ისევ განახლდა“ - „დედაენის ბარის“ მფლობელი