
თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე კაცი მოკლეს.
როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაულის, სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.
ამ ეტაპზე ინციდენტის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.