მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე დაჭრილი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა

არ გადაკვეთო

თბილისში, 15 სექტემბერს ნიკოლაძის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 22 წლის ნიკო კვარაცხელია 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ნიკო კვარაცხელია ქართული სოციალური ქსელის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. Feedc ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხალხს მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.) და 236-ე მუხლებით მიმდინარეობდა, (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე), რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 22 წლის ნიკო კვარაცხელია გუშინ 15 სექტემბერს დაჭრეს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 „ჩემი ნიკო მოკლეს 8 ტყვია დააცალეს!“ - ცოტა რამ 20 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ