მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა Pia.ge

თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა.

ერთმანეთს მსუბუქი და ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სადისტრიბუციო ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფები დაშავდნენ.

ორივე დაშავებული ავტომანქანიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გამოიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.