მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში მეზობლის მიერ მოკლული კაცის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

კახეთში მეზობლის მიერ მოკლული კაცის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მეზობლის მიერ მეზობლის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ჯართის გამო მოხდა. მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 3 პირი, ასევე, დაშავებულია მოკლულის ძმა და დედა. მძიმეა ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას თელავის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარეს. ეჭვმიტანილმა შემთხვევით დაჭრა, ასევე, საკუთარი შვილიც.

„ჩხუბი მოსვლიათ მეზობლებს ერთმანეთში. ჯართი მოუპარავს და ამის მერე მოხდა კონფლიქტი. განა პირველი შემთხვევა იყო?! ყოფილა ბევრჯერ, გაუფრთხილებია და მერე მოსვლიათ ჩხუბი ერთმანეთში. ამ ჩხუბს მოჰყვა ასეთი უბედურება. თავისი შვილიც დაჭრილია“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ეჭვმიტანილი სოსო გოგიაშვილი გაქცეულია. მას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველები ეძებენ. 

„როდემდე უნდა მომპაროო, როდემდეო... რომ გავედი, ჩემი შვილი ძირს ეგდო, როცა დავიხარე შვილის დასახმარებლად, უკანა მხრიდან დამჭრა. აი, ერთი მოვკალიო, გახარებული იყო“, - აცხადებს მოკლულის დედა. 

„მივიღეთ 2 პაციენტი, ერთი 36 წლის კაცი შოკური მდგომარეობით. სხეულის სხვადასხვა მიდამოს, კერძოდ გულმკერდის წინა ზედაპირის მუცლის წინა კედელზე, 2-ვე ზედა კიდურზე და აგრეთვე სახეზე იყო მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობები. მეორე პაციენტი არის 26 წლის კაცი, ის მოთავსდა ანალოგიური ცეცხლნასროლი ჭრილობებით, თუმცა იყო საშუალო სიმძიმის და მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში“, - აცხადებს  მკურნალი ექიმი. 

შეგახსენებთ, თელავში 21 მაისს ერთი ადამიანი მოკლეს.