მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეთრზე შავს ამტკიცებენ, მაგრამ სამართლიანობის იმედი მაინც მაქვს - ივერი მელაშვილის მეუღლე

ივერი მელაშვილის მეუღლე

„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ველოდი, აბა რისთვის იყო ეს საქმე წამოწყებული?“- ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

„შავზე თეთრს ამტკიცებენ, თუმცა, სამართლიანობის იმედი მაინც მაქვს. მართალია, ეს მარიონეტები არაფერს იზამენ, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ რაღაც გზა გამოჩნდება და ვინმე სამართლიანად შეაფასებს ამ ყველაფერს“- აღნიშნა ივერი მელაშვილის მეუღლემ.

ინფორმაციისთვის, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.