სამართალი

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ავარია
1634142413
დაკოპირებულია

წალენჯიხის გზაზე, მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლზე ორი ახალგაზრდა იჯდა. მძიმედ დაშავდნენ ავტომობილში მსხდომი პირებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.