მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცუდად გახდა“ - შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილი ცუდად გახდა და ჩართვაზე უარს ამბობს

შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის შესვენების შემდეგ კვლავ დისტანციურად უნდა ჩართულიყო, მაგრამ მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის ცუდად გახდა და აღარ ჩაერთვება.

„ბატონ მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძემ დასძინა, რომ სააკაშვილი თანახმაა, ადვოკატმა გააგრძელოს პროცესი. 

მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე უკრაინულად მიმართვა სურდა. ამისთვის პროცესზე შესვენება გამოცხადდა. ის მოგვიანებით თარჯიმნის მეშვეობით უნდა ჩართულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ზელენსკის ჰოლივუდის სტილში დადგმული ვიზიტისას აპლოდისმენტებითა და სარკასტული ჩაცინებით გამოცხადდა, რომ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ „მარიონეტული ომის“ გაგრძელება - რუსეთის ელჩი

👉 „თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს ინვესტიციაა გლობალურ უსაფრთხოებაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს

👉 მარია ზახაროვამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების უარყოფის შესახებ სეგრეგაციის პოლიტიკა უწოდა

👉 დონეცკში დაბომბვისას დიმიტრი როგოზინი დაიჭრა - BBC

👉 უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს