მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უხეშად დაირღვა სააკაშვილის უფლება, მიიღოს სამართლებრივი დახმარება“ - უკრაინელი ადვოკატი

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, მისი საქართველოში არ შემოშვებით პატიმრის უფლებები უხეშად დაირღვა.

„მიხეილ სააკაშვილს პირადად ვიცნობ, ის ჩემი კლიენტია. როდესაც ადამიანი ციხეში ზის და მასთან ადვოკატს არ უშვებენ, ეს რა თქმა უნდა, არის კანონისა და უფლებების დარღვევა, ასევე, ირღვევა ევროპული კონვენცია, როდესაც ადამიანი არის ციხეში, მას უფლება აქვს მიიღოს სამართლებრივი დახმარება.

როდესაც გუშინ არ შემომიშვეს საქართველოში, ეს იყო სააკაშვილის უფლებების უხეში დარღვევა სამართლებრივი დახმარების მიღების კუთხით.

არავინ ელოდა, რომ ამ ფორმით იმოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება ჩემი ან დიმიტრი გორდონთან მიმართებით. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სისუსტე. რით შეუძლია ადვოკატს ავნოს პროცესის მიმდინარეობას, მას შეუძლია მხოლოდ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, იგივე ეხება გორდონსაც. მან თქვა, რომ საქართველოში ჩამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არასწორი ნაბიჯია“, - აღნიშნა ევგენი გრუშოვეცმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას 26 ოქტომბერს ცდილობდა, თუმცა იგი დეპორტაციის ბეჭდით უკან გააბრუნეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიხეილ სააკაშვილი ექიმების დახმარებაზე უარს აცხადებს“ - უკრაინელი ექიმი

„მივმართავ ივანიშვილს“ - სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

გლდანის ციხეში არ გადავა, ძალითაც რომ წაიყვანონ - უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილზე

„სააკაშვილმა შიმშილობის აქტით საკუთარ თავსა და ხელისუფლებას წამმზომი ჩაურთო“ - ეკა ბესელია (ვიდეო)