
თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, კაცი დაჭრეს. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს დაახლოებით შვიდჯერ ესროლა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
დეტალებს ახალი ამბების სააგენტო Pia.ge- შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.