სამართალი

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

არ გადაკვეთო
1583785048
დაკოპირებულია

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენეს ჭრილობა.

პაციენტი საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მარცხენა მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. ჩავუტარეთ შესაბამისი პროცედურები და ახლა თავს კარგად გრძნობს”,-ამბობს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერი სულხან ორჟონია.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც ორი ან მეტი პირის მიმართაა ჩადენილი.

მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.