
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავა.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებული მ.ჯ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.