
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 7 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.უკანონო სახერხი საამქროები დალუქულია კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში.მოქალაქეებს ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები, საკარმიდამო ეზოებში მოწყობილი ჰქონდათ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეროში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებელში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გუბში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მზეთამზესა და ჭობისხევში.ახმეტაში, ბორჯომსა და ქარელში დალუქული უკანონო სახერხი საამქროების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე - ჯამში 46 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).ვინაიდან შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დავით კვინიკაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.დავით კვინიკაძე პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. ასევე, არის ბუდაპეშტის ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.დავით კვინიკაძეს აქვს საჯარო სექტორში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.2021 წლიდან დღემდე იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი, წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე მუნიციპალურ სამსახურში. 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების, საფინანსო სამმართველოს უფროსის თანამდებობას. მას ასევე, აქვს საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობის გამოცდილება, მუშაობდა მენეჯერის პოზიციაზე ბრიტანეთის ტელეკომში (ბუდაპეშტი/უნგრეთის წარმომადგენლობა).დავით კვინიკაძემ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე თევდორაძე შეცვალა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ურყევი პარტნიორობა და საერთო სტრატეგიული მიზნები. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში განუყოფელია რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და გარემოს დაცვის საერთო დღის წესრიგისგან.აზერბაიჯანში ვიზიტის გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იყო. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 ჩვენი მხარდაჭერით და ორგანიზებით საქართველოს ეროვნული პავილიონია წარმოდგენილი. პავილიონს ესტუმრა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.ჩვენი მიზანია, საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენებზე. ასეთი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველოს პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები.აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელთან მუხტარ ბაბაევთან შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული კავშირების გაძლიერების გზაზე. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გატარებული ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის საკითხები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები დეტალურად განვიხილეთ.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარება ბუნების დაცვის კუთხით იქნა განხილული. სიტყვით გამოსვლის დროს, ჩემი მხრიდან ხაზი გავუსვი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის როლს.მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ვიზიტის ორგანიზებისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გაწეული მუშაობისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.აზერბაიჯანის ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 წარმოდგენილ ქართულ პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა; დავით სონღულაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „Agriculture: Mobilizing Countries for Nature“ მიიღო მონაწილეობა და კლიმატის ცვლილების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს მუხტარ ბაბაევს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 იმყოფებოდა. მინისტრი საქართველოს ეროვნულ პავილიონში ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდა და მათ მიერ წარდგენილ პროდუქციას გაეცნო.დავით სონღულაშვილმა გამოფენის მონაწილე ქართველ მეწარმეებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქართული პროდუქტის ხარისხის და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელობას.„მსგავსი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქართული აგრარული პროდუქციის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას, შესაძლებლობას გვაძლევს, ქვეყნის პოტენციალი ფართო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილი და ისეთი მასშტაბის პლატფორმა, როგორიცაა გამოფენა CASPIAN AGRO, მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025, საქართველოს პავილიონში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს პროგრამების ბენეფიციარები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინო, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები.აღსანიშნავია, რომ გამოფენას CASPIAN AGRO, რომელშიც, საშუალოდ, 25 ქვეყანა მონაწილეობს, ყოველწლიურად 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და 16 მაისს დასრულდება.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გამოფენა მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ დაათვალიერეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს მუხტარ ბაბაევს შეხვდა.მხარეებმა შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გატარებული ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის საკითხები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონსოლიდირებულ ქმედებათა მნიშვნელობას და გამოცდილების გაზიარებას კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად. საუბარი ასევე შეეხო კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციას (COP29-ს), რომელსაც 2024 წლის ნოემბერში ბაქო მასპინძლობდა.„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო გასულ წელს ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) გამართვის მნიშვნელობა და მადლობა გადაგიხადოთ გაწეული ძალისხმევისთვის. კონფერენციის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კლიმატის ცვლილების საკითხებზე ქვეყნების შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაში“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.დავით სონღულაშვილმა და მუხტარ ბაბაევმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ითანამშრომლონ კლიმატის მდგრადობის, მწვანე განვითარების და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაში Agriculture: Mobilizing Countries for Nature მიიღო მონაწილეობა. მინისტრი კლიმატის ცვლილების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.პანელზე „მსოფლიო და ბაქო COP29-ის შემდეგ: მიღწევები, პერსპექტივები და შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების სფეროში“ სიტყვით გამოსვლისას, დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის როლს.დავით სონღულაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) კონფერენციის მასპინძლებს, 2024 წლის აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული უდიდესი შრომისა და ძალისხმევისთვის, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კლიმატის ცვლილების, როგორც მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი აქტუალური საკითხის წინ წამოწევასა და ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაში.„კლიმატის ცვლილება ჩვენ ყველას გვეხება. გადაუდებლად აუცილებელია, ქვეყნებმა ერთობლივად ვიმუშაოთ როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკულ დონეზე. საქართველო მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა პარტნიორებთან, განსაკუთრებით ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა COP და მსგავსი ინიციატივები. კლიმატის ცვლილება არ არის თეორიული გამოწვევა - ეს არის ყოველდღიური რეალობა, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს. საქართველოს აქვს მზაობა, რომ ეს ნაბიჯები გადადგას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.დავით სონღულაშვილმა დადებითად შეაფასა COP 29-ის დროს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც უკავშირდება როგორც განვითარებული ქვეყნების მიერ გაზრდილი ფინანსური რესურსების მობილიზებას, ასევე კლიმატის ცვლილებების სფეროში ინვესტიციების და სათბურის გაზების ემისიებით ვაჭრობის სქემების წახალისებას.კონფერენცია, რომელშიც არაერთი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მიზნად ისახავდა ბუნებაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციას, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სტანდარტების წახალისებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას.კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.

პარლამენტმა დაამტკიცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილებების თანახმად, პასუხისმგებლობა გამკაცრდა სამასალე მერქნის უკანონო დამზადებაზე; რაც შეხება საშეშე მასალის მოპოვებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქამდე არსებული რეგულაციის პირობებით/შესაბამისად შეძლებს.კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.სანქციები მკაცრდება ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა, ხე-ტყის უკანონო დამზადება და მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება.სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე განისაზღვრება. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ვადა სამიდან ხუთ წლამდე იქნება.სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 2872 მუხლი - სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება. მსგავსი ქმედების ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ განმეორებით ჩადენა ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ისეთი ოდენობის არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. სანქცია იქნება ჯარიმა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე. მუხლი ასევე ითვალისწინებს ცალკე პასუხისმგებლობას სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით არამარკირებული ხე-ტყის განთავსებისთვის. ამ ტიპის სამართალდარღვევა ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვასა და ხე-ტყის უკანონო დამზადებაზე თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე იქნება. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ვადა ოთხ წლამდე განისაზღვრა. იმ შემთხვევაში კი, თუ სამართალდამრღვევი იურიდიული პირია, მას ლიკვიდაცია ან 5 წლამდე ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრება. ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვისთვის და ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2025 გაიხსნა. საქართველოს ეროვნული პავილიონი ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართულ პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. პრეზიდენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ილჰამ ალიევმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების და ერთიანი სტრატეგიული მიზნების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა აგროგამოფენაში CASPIAN AGRO 2025 ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი მწარმოებლები ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქციას, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე საფუძველია. „ჩვენი მონაწილეობა გამოფენაში CASPIAN AGRO რეგიონული თანამშრომლობის, ჩვენი ურთიერთობის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენებზე. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ ხარისხიან პროდუქციას ახალ ბაზრებზე წვდომაში. მსგავსი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყნის პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საფუძველია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025, საქართველოს პავილიონში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს პროგრამების ბენეფიციარები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინო, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები.აღსანიშნავია, რომ გამოფენას CASPIAN AGRO, რომელშიც, საშუალოდ, 25 ქვეყანა მონაწილეობს, ყოველწლიურად 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და 16 მაისს დასრულდება.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გამოფენაზე მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია იმყოფებიან.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, გორის რაიონულმა სასამართლომ ფიზიკური პირის სარჩელი კარალეთში 4 891 კვ.მ ქარსაფარი ზოლის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გარდა ამისა, აღნიშნული ტერიტორიის ადგილზე დათვალიერებით დადასტურდა ახლად განხორციელებული სამუშაოების კვალი: ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი და ამოძირკვული იყო ქარსაფარი ზოლის ხე-მცენარეები, ტექნიკის საშუალებით ტერიტორიაზე მოსუფთავებული იყო მიწა.მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, მასალები გადაეგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა 46 288 ლარის ოდენობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან ახორციელებს ქარსფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საარქივო დოკუმენტებისა და კამერალური ანალიზით გამოვლენილი ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, სტატუსის მინიჭება და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია. ინვენტარიზაცია 2027 წლის 1 იანვრამდე დასრულდება. შემდგომ ეტაპზე იგეგმება ქარსაფარი ზოლების აღდგენა, ახლის გაშენება და დაცვა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი ხუთი საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში ,RAW Wine Tokyo მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავცრელებს. იაპონელ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების: „ანდრიას ღვინო“, „ართანა ვაინსი“, „იორა“, „მანავი ვაინსი“, „გაბრიელი ვაინსი“ ღვინოები. გამოფენის სტუმრები ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ.გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.გამოფენაზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა იაპონიაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
დავით სონღულაშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების განხორციელებას
დავით სონღულაშვილმა "ბაბანეურის მარანი" დაათვალიერა
დავით სონღულაშვილი ყვარელში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო
დავით სონღულაშვილი ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს შეხვდა
თბილისში "ახალი ღვინის ფესტივალი" გაიმართა