სამხედრო

სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით წვევამდელისა და რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემებს შესაბამისი უწყებები დაამუშავებენ

უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე
1685015045
დაკოპირებულია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას.

როგორც მუხლობრივი განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, ცვლილებების შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით კანონიერად დაამუშავებენ პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემებს.

„განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლებს დაემატება ახალი საფუძველი - პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.