სამხედრო

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა

გერმანელი ექსპერტის დაჯილდოება
1638002010
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო საინჟინრო ინიციატივის გერმანელ ლიდერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ამავე ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრენკ აბელმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2018 წლიდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო.

გერმანელმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა SNGP-ის ფარგლებში სამხედრო საინჟინრო ინიციატივის განვითარებაში. იგი დახმარებას უწევდა ქართველ ექსპერტებს საინჟინრო ძალების განვითარების გეგმის შემუშავებაში, ასევე მისი დახმარებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოხდა ქართველი ინჟინერი ოფიცრების გადამზადება.

აღსანიშნავია საინჟინრო ძალების განვითარების კონცეფციაც, რომელიც ვიცე-პოლკოვნიკმა აბელმა და ქართველმა ექსპერტებმა ერთობლივად შეიმუშავეს. მისი დახმარებით, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB TF) ფარგლებში, შემუშავდა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ სრულად დაფინანსდა სამხედრო საინჟინრო ძალების სასწავლო არეალების განვითარების პროექტი

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
„შეიძლება, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1643182594
ხვალ, 27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩა N13-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
1643215386
საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
1643215242
ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციათა ციკლი გახსნა

ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისა...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაურის საჯარო ლექციით - „საკანონმდებლო ხელისუფლება თანამედროვე საქართველოში“, გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექციათა ციკლი.
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის რეკ...
სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წა...
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, სრულად გამოხატავს როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას, ასევე სრულად ჯდება დიპლომატიური ურთიერთობის სტანდარტებში - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. 
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე თქვენი მხრიდან უარი აჩვე...
„საქართველო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ხელისუფლების მხრიდან უკრაინაში გასაგზავნი რეზოლუციის შემუშავების საკითხს.