სამხედრო

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი
1638193424
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. იტალიელ დიპლომატთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებაში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) საქართველოს სამხედრო პოლიციასა და იტალიის კარაბინერების კორპუსს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, იტალიელი კარაბინერების ხელმძღვანელობით, ნოემბერში საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულმა სპეციალიზებული სწავლება გაიარა. აღნიშნული ტრენინგი სამხედრო პოლიციის ოცეულს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში გაწევრიანებაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. პროექტი ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის მიერ ხორციელდება და სრულად ფინანსდება იტალიური მხარის მიერ. პროექტის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს სამხედრო პოლიციის საწვრთნელი შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია სამხედრო პოლიციის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის გაუმჯობესებისთვის.

შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა იტალიის ჩართულობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობაში და ხაზი გაუსვა იტალიის რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, იტალიის ელჩმა სამხედრო პოლიციის სპეციალიზებული კურსის წარმატებით ჩატარებისთვის სერტიფიკატი გადასცა სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილეს, პოლკოვნიკ კობა ლაჭყეპიანს.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.