სამხედრო

თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს

ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო  შეხვედრებს განაგრძობს
1632217695
დაკოპირებულია

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და მისმა მოადგილემ ტერიტორიული რეზერვის შესახებ შეხვედრა დმანისში გამართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ.

მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს. წლის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მომზადება მოიცავს 45 დღემდე პერიოდს, რომელიც თანაბრად განაწილდება 12 თვეზე.

აღნიშნული მომზადების კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რაც შეეხებათ სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.

ლავროვი სააკაშვილზე

ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინა სააკაშვილის გზას არ დაადგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638286643
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის პოზიცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციაა.
1638286050
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638285539
ასოცირებული ტრიოს მინისტრები და შარლ მიშელი

ირაკლი ღარიბაშვილი: საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ლელოს შეფასება ღარიბაშვილის ინიციატივაზე მოწყვეტილია ყველანაირ არა მხ...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
1638279868
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებშ...
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. 
ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპრ...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობას აპროტესტებს.