
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 17 ივლისს განახლდება.
აქცია 18:00 საათზე დაიწყება და, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მასშტაბური იქნება.
„ტვ პირველის“ მენეჯერის, ვატო წერეთლის განცხადებით, გაიმართება დიდი აქცია. მედიაორგანიზატორები ყველაფრის გაჩერებას აანონსებენ.
„აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება,“ - აცხადებს „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.
ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.