მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 ივლისს გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

დენი, ნათურა

2 ივლისს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის  ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიას, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, გობრონიძის (ნაწილობრივ), ვეკუას, ნოზაძის, ქერჩის (ნაწილობრივ) და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.