საზოგადოება

2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

აივინფექციის ახალი შტამი
1652552739
დაკოპირებულია

2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის 15 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9 349 აივ ინფიცირებული პირი, 6 982 – კაცი, 2 367 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. 1 989 - გარდაიცვალა.

„15 მაისის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5785 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.

სულ რეგისტრირებული შემთხვევების განაწილება გადაცემის გზების მიხედვით:

◾ 34.4% - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია

◾ 50.7% - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად

◾ 12.7 % - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან

◾ 1.2% - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით

◾ 0.4 % - სისხლის რეციპიენტია

◾ 0.6 % - გადაცემის გზა დაუდგენელია

აივ ინფიცირების შემთხვევის რეგიონული განაწილება:

◾ თბილისში (3515 შემთხვევა, მათგან 91 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი)

◾ სამეგრელოში 1235

◾ იმერეთში 1119

◾ აჭარაში 1079

◾ აფხაზეთში (541)

◾ კახეთში (465)

◾ ქვემო ქართლში (549)

◾ შიდა ქართლში (357)

◾ გურიაში (200)

◾ სამცხე-ჯავახეთში (131) და ა.შ.

2022 წლის 15 მაისის მონაცემებით გამოვლენილია – 187 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში რეგისტრირებული იყო – 191 ახალი შემთხვევა.

გამოვლენილ ახალ შემთხვევა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი,  მათ შორის: 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. სამმა დატოვა ქვეყანა. 2022 წელს (15.05-ის მონაცემებით) გამოვლინდა 2 შემთხვევა.

ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია:

◾ ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 – ძუძუთი კვებით)

◾ სისხლის რეციპიენტია – 5

◾ დაუდგენელია – 3 შემთხვევა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.