საზოგადოება

26 მაისს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

ნათურა
1685047662
დაკოპირებულია

კომპანია „თელასის“ ცნობით, 26 მაისს ელექტრომომარაგება სამგორის რაიონში დროებით შეიზღუდება.

ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზის, ლეჟავას, პატარიძის და პილსუდსკის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აცხადებენ კომპანიაში.