მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

31 იანვრიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის თბილისის სერვისცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება

ჯივიპის ლოგო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 იანვრიდან თბილისის სერვისცენტრებში დროებით ზღუდავს ვიზიტს და მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება.

თბილისის სერვისცენტრებში ვიზიტის ნაცვლად ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით  მიიღებს.

არსებულ ვითარებაში ჯივიპი მოუწოდებს მომხმარებლებს მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად ადგილზე ვიზიტი შესაძლებელია მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში და ასევე, რუსთავის წყლის მომხმარებლებისთვის -  ქალაქ რუსთავში,  წმინდა ნინოს ქუჩა N5-ში მდებარე სერვისცენტრში.

დისტანციური  მომსახურების შესახებ დეტალური  ინფორმაცია განთავსებულია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ვებგვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩატის მეშვეობით.