
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! - პროტესტის ნიშნად, ოთხი ტელეკომპანია, მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.
კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“.
მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.
ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.
შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 „არ ჭამოთ ეს პრიმიტიული მესიჯბოქსი“
👉 ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დათო კუტალაძე დააკავეს
👉 „რატომ გაქრა სახელმწიფო? რატომ არ ჰქონდათ 5 ივლისს სახელმწიფო?“